პაატა დავითაია მეშვიდე ვიცე-სპიკერი გახდა

დღეს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატი პაატა დავითაია დაამტკიცა პარალამენტის თავმჯდომარის რიგით მეშვიდე მოადგილედ. დავითაია აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარეა.

პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე ჰყავს ოთხი მოადგილე უმრავლესობიდან  –  პირველი მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი, გიგი  წერეთელი, რუსუდან კერვალიშვილი და  ფრიდონ თოდუა. ასევე უმცირესობიდან – ლევან ვეფხვაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კვოტით ანზორ ბოლქვაძე.

რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების შედეგად ვიცე-სპიკერების რაოდენობა ოთხიდან ცხრამდე გაიზარდა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს თავად პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს; არა უმეტეს სამს საპარლამენტო უმრავლესობა; ხოლო სამი კანდიდატის წარდგენის უფლება ბარიერგადალახულ პოლიტიკურ ძალებს აქვთ, რომლებიც უმრავლესობის გარეთ არიან დარჩენილები; ორი ვიცე-სპიკერი კი აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიიდან არჩეული დეპუტატები გახდებიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)