შსს: სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან სროლის შედეგად პოლიციელი დაიჭრა

ერთი ქართველი პოლიციელი დაიჭრა მას შემდეგ, რაც  გორის რაიონის სოფელ კოშკთან განლაგებულ ქართულ საგუშაგოს ცეცხლი გაუხსნეს რუსი ოკუპანტების მიერ კონტროლირებადი  ტერიტორიიდან, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 28 დეკემბერს.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ცეცხლი 23:30 საათზე გაიხსნა, რა დროსაც პატრულირებისას დაიჭრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომელი ლავრენტი ფანჩულიძე.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილემ იბრაგიმ გასიევმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ იმ ტერიტორიაზე განთავსებულ ოსურ საგუშაგოზე გაიგონეს სროლის ხმა ახლომდებარე ქართული სოფლიდან, სამხრეთ ოსურ მხარეს არაფერი აქვს საერთო ამ ინციდენტთან.

სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  სპეცდანიშნულების რაზმის ასეული ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელ დიცშია განთავსებული, რამაც მათი თქმით, უბიძგა ცხინვალს გაეძლიერებინა თავისი საზღვრის დაცვა ამ ტერიტორიაზე. ქართულმა მხარემ კატეგორიულად უარყო სპეცრაზმის განთავსება სოფელში.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)