საქართველომ გადაიფიქრა მოსკოვში დაგეგმილი ევროვიზიის ბოიკოტირება
საქართველო მიიღებს მონაწილეობას ევროვიზიის კონკურსში, რომელიც მაისში მოსკოვში ჩატარდება, განაცხადა 5 იანვარს საზოგადოებრივმა ტელევიზიამ.
აგვისტოში რუსეთის აგრესიის შემდეგ საქართველომ საჯაროდ თქვა უარი ევროვიზიაში მონაწილეობაზე.
თუმცა საზოგადოებრივი არხმა, რომელიც კონკურსის ოფიციალური პარტნიორია, განაცხადა, რომ საქართველომ შეცვალა ეს პოზიცია და ამით დააკმაყოფილა ევროპის მაუწყებელთა კავშირის თხოვნა ევროვიზიაში მონაწილეობის თაობაზე.
ევროვიზიაში საქართველო 2007 წლიდან მონაწილეობს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)