სანაკოევის ადმინისტრაციის შს მინისტრს თანამდებობა დაატოვებინეს
სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრი ჯემალ ქარქუსოვი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის ბრძანებით თანამდებობიდან გათავისუფლდა.
ადმინისტრაციის პრესსამსახური 15 იანვარს იუწყება, რომ აღნიშნულ საკადრო გადაწყვეტილებას ფინანსური დარღვევების მოტივი დაედო საფუძვლად.
სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია გასულ წელს ხელმძღვანელობასთან დაპირისპირების გამო ასევე დატოვა საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ცაბოშვილმა.
აგვისტოს ომის შემდეგ დროებითი ადმინისტრაციის შტაბბინა სოფელ ქურთადან თბილისში გადმოვიდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)