ჰოლანდიური ტელეკომპანია აგვისტოს ომზე საკუთარ ინფორმაციას იცავს

ჰოლანდიურმა ტელეარხმა – NOS – რომელიც ჰოლანდიური საზოგადოებრივი მაუწყებლობის ნაწილია, უარყო საქართველოს ხელისუფლების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მათი ინფორმაცია აგვისტოს ომის შესახებ ”მცდარი” იყო.

კერძოდ, საქართველოს ხელისუფლების უკმაყოფილება გამოიწვია 3 იანვარს გასული ინფორმაციის იმ ნაწილმა, რომელშიც სიუჟეტის ავტორი, ჟურნალისტი კიესიე ჰეკსტერი ამბობს: “აშკარაა, რომ ომი საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაიწყო. ის როგორც ჩანს ომს განიხილავდა როგორც თამაშს; თამაშს სადაც ნინო საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებდა.” სიუჟეტში, ნინო მატკავა, რომელიც ქართულ ჯარში 2006 წლამდე მსახურობდა, ხოლო აგვისტოს მოვლენების დროს რეზერვისტი იყო, ომის შესახებ პირად ემოციებზე ყვება. 

ჰოლანდიური ტელეარხს მას შემდეგ მოუწია ამ რეპორტაჟის შესწავლა, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, კერძოდ კი საქართველოს ელჩმა ნიდერლანდებში ეს საკითხი ტელეარხის წინაშე დააყენა.

”ჩემი აზრით, არ არსებობს რაიმე სერიოზული მიზეზი რომ ქალბატონი ჰეკსტერის ინფორმაციაში ეჭვი შევიტანოთ; გარდა ერთი გამონაკლისისა; უმჯობესი იქნებოდა მას რომ ეთქვა ”პოლიტიკურ თამაში” ნაცვლად ”თამაშისა”, – განუცხადა Civil.Ge-ს 16 იანვარს არხის ომბუდსმენმა ტონ ვან ბრუსელმა, რომლის მოვალეობაც მაყურებელთა საჩივრების განხილვაა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)