საქართველოს ბენიტა ფერერო-ვალდნერი ეწვევა

20 იანვარს საქართველოს ვიზიტით ეწვევა საგარეო ურთიერთობებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი ბენიტა ფერერო-ვალდნერი.

”ევროკომისრის ვიზიტი წარმოადგენს საქართველოსადმი ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირებას, განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსული აგრესიის შემდეგ,”- აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება. 

ევროკომისარი შეხვდება პრეზიდენტ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრს გრიგოლ მგალობლიშვილს და ვიცე-პრემიერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს გიორგი ბარამიძეს, საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს.

ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ევროკომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის 2008-2010 წლებში ევროკავშირის გაზრდილი ფინანსური დახმარების შესახებ ერთობლივი განცხადების ხელმოწერა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)