ქართველ პოლიციელებს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ცეცხლი გაუხსნეს – შსს

ორი პოლიციელი დაიჭრა დღეს 17:00 საათზე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან  მომხდარი სროლების შედეგად, აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ამავე ცნობით, ინციდენტი ქარელის რაიონის სოფელ დვანთან მდებარე ქართულ საგუშაგოსთან მოხდა, როცა  პატრულირებისას,  ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ოკუპანტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან  ცეცხლი გაუხსნეს და დაცხრილეს პოლიციის ავტომანქანა.

შსს-ს ცნობით, დაჭრილი პოლიციელები  – ლევან გოგილაშვილი  და მამუკა ჯანიაშვილი –  გორის სამხედრო ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. საქმე აღძრულია ტერორიზმის მუხლით.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან 16 იანვარს მომხდარი ერთ-ერთი ბოლო ინციდენტის დროს სროლებს ერთი ქართველი პოლიციელი ემსხვერპლა. 18 იანვარს აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვართან ანალოგიური თავდასხმისას ქართველი პოლიციელი დაიჭრა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)