ეუთოს უმაღლესი კომისარი საქართველოს სტუმრობს

დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისარი კნუტ ვოლებეკი.

ვიზიტის ფარგლებში უმაღლესი კომისარი შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს,  რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თემურ იაკობაშვილს, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს კობა სუბელიანს, განათლების მინისტრს ნიკა გვარამიას, პარლამენტის ვიცე-სპიკერს მიხეილ მაჭავარიანს.

დაგეგმილია ასევე კნუტ ვოლებეკის გამგზავრება სოხუმში, სადაც ის აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერებს შეხვდება, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)