ჰოსპიტალური ქსელის მენეჯმენტში ბრიტანული კომპანია შემოდის

საქართველოს მასშტაბით 100-მდე საავადმყოფოს მართვას ქართულ-ჩეხურ კომპანია Block Georgia-სთან ერთად ბრიტანული კომპანია UME ჯგუფი განახორციელებს.

კომპანიებს შორის შესაბამის მემორანდუმს 20 იანვარს მოეწერა ხელი. ამ ტიპის გარიგების დადება იყო ჩეხური ბანკის მხრიდან ერთ-ერთი წინაპირობა საქართველოში ჰოსპიტალური ქსელის განვითარების მიზნით გამოყოფილი 300 მლნ ლარის ოდენობით კრედიტის ათვისების დასაწყებად.

Block Georgia-ს გენერალური დირექტორის მამუკა ჯანაშვილის განცხადებით, მემორანდუმი ითვალისწინებს პირველი ქართული ჰოსპიტალური ქსელის შექმნას და იმ 100-მდე საავადმყოფოს მართვას, რაც კომპანიას მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიზნით ტენდერით გადაეცა. ამ მიზნით Block Georgia-მ  უკვე განახორციელა 10 მლნ დოლარის ინვესტიცია.

ბრიტანულ კომპანია UME ჯგუფთან, რომელიც მსოფლიოს 23 ქვეყანაში ჯანდაცვის ქსელის მართვას ახორციელებს, მემორანდუმი ჯანდაცვის საერთაშორისო მიმართულების კომპანია ”ჯენერალ ელექტრიკის” ხელშეწყობით გაფორმდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)