ჯაშუშობის ბრალდებით შსს-მ ორი პიროვნება დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22 იანვარს უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის, მომზადების და ჯაშუშობის ბრალდებებით ორი პიროვნება –  გრიგოლ მინასიანი და სარქის აკოფჯანიანი დააკავა.

შსს-ის მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი იძიებს. საქმის სხვა დეტალები უცნობია.

”ამ საქმესთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა არის შესაძლებელი, რომ ორივე პიროვნება საქართველოს მოქალაქეა, დანარჩენი განცხადება მოგვიანებით გაკეთდება,”- განუცხადეს Civil.Ge-ს სამინისტროში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)