სახალხო დამცველის მოადგილედ საია-ს ყოფილი თავმჯდომარე დაინიშნა

სახალხო დამცველის სოზარ სუბარის მოადგილედ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძე დაინიშნა.

ეს პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილი მოადგილე სოფიო ხორგუანი რამდენიმე დღის წინ თანამდებობიდან პოლიტიკაში წასვლის მოტივით გადადგა. ხორგუანი რესპუბლიკური პარტიის წევრი გახდა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)