მოსკოვი რუსი ჯარისკაცის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მოითხოვს ქართველი სამართალდამცავებისაგან დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ რუსი ჯარისკაცი ალექსანდრე გლუხოვი, განუცხადა ”ინტერფაქსს” 27 იანვარს სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე დრობიშევსკიმ.

27 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ალექსანდრე გლუხოვმა ახალგორის რაიონში დისლოცირებული საჯარისო ნაწილი ”გაუსაძლისი პირობების გამო” 26 იანვარს მიატოვა და დახმარებისათვის პოლიციას მიმართა. შსს-მ გაავრცელა ვიდეო-ჩანაწერი, სადაც ჯარისკაცი ამბობს, რომ მის სამხედრო ნაწილში ”არის ცუდი პირობები” და ”ამიტომ მე ვთხოვ საქართველოს პრეზიდენტს დამტოვოს თბილისში”.

”წინასწარმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ალექსანდრე გლუხოვი შეიპყრეს ქართველმა ძალოვნებმა სამხრეთ ოსეთის ახალგორის რაიონში და წაიყვანეს თბილისში,”- აცხადებს დრობიშევსკი.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)