ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით დეკლარაციას გააფორმებენ

საქართველოს ძირითადი ოპოზიციური პარტიები 29 იანვარს ხელს მოაწერეს დეკლარაციას პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნისა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მოთხოვნებით.

ამ სამ პრინციპზე 15 იანვრის მდგომარეობით 12 ოპოზიციური პარტია შეთანხმდა: ახალი მემარჯვენეები და რესპუბლიკელების ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია –  კონსერვატორები, ხალხის პარტია, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის; დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო – ნინო ბურჯანაძის პარტია,  ლეიბორისტები, საქართველოს გზა, ქალთა პარტია, ტრადიციონალისტები, მწვანეთა პარტია და მრეწველები.

”დოკუმენტი ღიაა და ნებისმიერ პირს შეუძლია თავისი ხელმოწერით თავისი პოზიცია დააფიქსიროს,” – განაცხადა კონსერვატორების ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ.

მისი თქმით, პოლიტიკურ ძალთა საერთო რაოდენობა, რომელიც დეკლარაციას შეუერთდება, 29 იანვარს გაირკვევა.

დეკლარაციის მოთხოვნებს, სავარაუდოდ, არ შეუერთდება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის პარტია – მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)