რუსმა ჯარისკაცმა თვითნებურად დატოვა არმია – რუსული წყარო
რუსმა ჯარისკაცმა ალექსანდრე გლუხოვმა, რომელმაც საქართველოში თავშესაფარი ითხოვა, თვითნებურად დატოვა ახალგორში მდებარე საჯარისო ნაწილი, იტყობინება ”რია ნოვოსტი” რუსეთის საგამოძიებო კომისიის უცნობ წყაროზე დაყრდნობით.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფდა, რომ გლუხოვმა თვითნებურად დატოვა ნაწილი და ამის სანაცვლოდ აცხადებდა, რომ იგი ქართველმა სამართალდამცავებმა გაიტაცეს და შემდეგ აიძულეს თავშესაფარი მოეთხოვა.
”შიდა გამოძიებამ გვიჩვენა, რომ ალექსანდრე გლუხოვმა ნებართვის გარეშე დატოვა თავისი ნაწილი. მიზეზები ჯერ უცნობია,” – იტყობინება ”რია ნოვოსტი” წყაროზე დაყრდნობით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)