ომის საერთაშორისო გამოძიების მისია მოსკოვს სტუმრობს
ევროკავშირის ეგიდით მოქმედი აგვისტოს ომის საგამოძიებო მისია შვეიცარიელი დიპლომატის ჰეიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით მოსკოვს სტუმრობს.
დღეს მისიის წარმომადგენლები რუს დეპუტატებს შეხვდნენ.
”დღევანდელი განწყობა საკმაოდ კონსტრუქციული მომეჩვენა. არ ყოფილა არანაირი დაჟინება; იყო მზადყოფნა რუსული მხარის არგუმენტების მისაღებად,”- განაცხადა რუსეთის სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩოვმა შეხვედრის შემდგე, ”ვფიქრობ, რომ ჩვენ გაგვიგეს და ყველაზე მთავარია, რომ მისია ეცდება იმუშაოს არა მხოლოდ ფაქტების დადგენაზე, არამედ რეკომენდაციებზე, რათა წინ წავიდეს საქმე”.
”დღეს მნიშვნელოვანია ფაქტების და დოკუმენტური მტკიცებულებების შეგროვება,”- განაცხადა დეპუტატმა სერგეი მარკოვმა, ”რა თქმა უნდა, რუსეთი თანამშრომლობს, ჩვენ შეხვედრებს ვაწყობთ… ვფიქრობ, ჩვენი თხოვნით აფხაზები და ოსებიც ითანამშრომლებენ მათთან”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)