პარლამენტის ნდობის ჯგუფი თავდაცვის მინისტრს შეხვდა

დღეს პარლამენტის ნდობის ჯგუფი თავდაცვის მინისტრს დავის სიხარულიძეს დახურულ კარს მიღმა შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ დეპუტატებს გრიფით საიდუმლო თემებზე, მათ შორის შესყიდვების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ამ ჯგუფს მიუწვდება ხელი საიდუმლო ინფორმაციაზე.  

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, რომელიც ”ყველაზე მტკივნეული იყო საომარი მოქმედებების” დროს. 

ეს იყო ნდობის ჯგუფის პირველი შეკრება მას შემდეგ, რაც 5 წევრიან ჯგუფში ორი კვოტა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს, კერძოდ, გიორგი თარგამაძეს და ფრაქცია ძლიერი საქართველოს თავმჯდომარეს გია თორთლაძეს დაეთმო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)