ვაშაძე პოლონეთს სტუმრობს

17-18 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს სტუმრობს.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ვაშაძე შეხვედრებს გამართავს პოლონეთის პრეზიდენტთან ლეხ კაჩინსკისთან და ასევე თავის პოლონელ კოლეგასთან რადოსლავ სიკორსკისთან. დაგეგმილია ასევე მისი შეხვედრები პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოში.

პოლონეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ, 20-21 თებერვალს გრიგოლ ვაშაძე სომხეთს ეწვევა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)