სააკაშვილი ესპანეთში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესპანეთის რეგიონს კატალონიას სტუმრობს, სადაც შეხვედრებს მართავს ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ამ ვიზიტის მიზანია ინვესტიციების მოზიდვა საქართველოს ეკონომიკაში.