სახმელეთო ძალებს ახალი სარდალი ჰყავს

პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების სარდლად პოლკოვნიკი კობა ლაჭყეპიანი დაინიშნა, რომელმაც ამ თანამდებობაზე ზურაბ აგლაძე შეცვალა.

თავად აგლაძე სარდლად აგვისტოს ომის შემდეგ გენშტაბში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად დაინიშნა და სულ ექვსი თვე დაჰყო ამ პოსტზე. ომის დროს სარდლის თანამდებობა მამუკა ბალახაძეს ეკავა.

რაც შეეხება კობა ლაჭყეპიანს, ის სახმელეთო ჯარების სარდლად დანიშვნამდე კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრს ხელმძღვანელობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)