გეითსი ამერიკის საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას საქართველოსთან როგორც ორმხრივ საფუძველზე, ისე ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში.

”ჩვენ ვმონაწილეობთ წვრთნაში. ჩვენ ვმონაწილეობთ სამხედრო რეფორმაში საქართველოში. ამრიგად, ეს არის მიმდინარე ურთიერთობა… მე ვფიქრობ, რომ ის მიმდინარეობს ისე, როგორც დავგეგმეთ,” განაცხადა მან 20 თებერვალს კრაკოვში ნატოს თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)