თავდაცვის სამინისტრო უარყოფს გენშტაბის უფროსის გადადგომას

თავდაცვის სამინისტრომ კატეგორიულად უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია თანამდებობიდან გადადგა.

”ეს სისულელეა,” – განუცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა ნანა ინწკირველმა Civil.Ge-ს 27 თებერვალს საღამოს, ”იგი განაგრძობს თავისი მოვალეობების შესრულებას”.

არაოფიციალური ინფორმაცია სავარაუდო გადადგომის შესახებ 27 თებერვალს გავრცელდა, ხოლო შაბათს გაზეთმა ”რეზონანსმა” დაწერა სტატია, რომლის თანახმადაც ჩაჩიბაიამ თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განცხადება დაწერა, თუმცა პრეზიდენტს ჯერ ის არ დაუკმაყოფილებია. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)