მედვედევი კრემლში ბაღაფშს შეხვდა
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა დღეს კრემლში სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში მიიღო.
შეხვედრის დასაწყისში მედვედევმა განაცხადა: ”მე უბრალოდ თქვენი ნახვა მინდოდა, მესაუბრა იმაზე, თუ როგორ მიდის საქმეები რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობად ჩამოყალიბებაში. ჩვენ წინ სხვადასხვა მოვლენები გველის. არც ისე დიდი ხნის მოხდა ელჩების გაცვლა. ამჟამად მზადდება საბოლოო გადაწყვეტილება დიპლომატიური წარმომადგენლობების განთავსებაზე როგორც მოსკოვში, ისე სოხუმში. ასე რომ ამ თვალსაზრისით, დიპლომატიური მუშაობის კუთხით, ვფიქრობ, რომ ყველაფერი ნორმალურად ვითარდება. მაგრამ არსებობს უფრო სერიოზული მოცულობითი საკითხები, რომელთაც, ვფიქრობ, მე და თქვენ განვიხილავთ”.
ბაღაფშმა საპასუხოდ განაცხადა: ”მუშაობა, როგორც თქვენ თქვით, მიდის: დიპლომატიური ხაზით ბევრი დოკუმენტი ჩაშვებულია. ძირითადები მზადდება – ფინანსთა სამინისტროზე, რაც მთავარია. სხვა დოკუმენტებზე, ბანკთაშორის შეთანხმებაზე, რაც ჩვენ გვესაჭიროება, მოგიყვებით. თუმცა რაც მთავარია მუშაობაში – ყველაფერი გრაფიკის მიხედვის სრულდება. სამუშაო რთულია იმიტომ, რომ ყოველი დოკუმენტი ყველა მხრიდან დამუშავებას საჭიროებს. ჯერ-ჯერობით ყველაფერი კარგად მიდის”.
კრემლი ასევე იტყობინება, რომ დიმიტრი მედვედევმა აფხაზეთის ლიდერს დაბადების დღე მიულოცა და ”ჯამრთელობა და ენერგია” უსურვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)