საგარეო უწყება: კლინტონის წერილი ”უპირობო მხარდაჭერის” ნიშანია
თავისი ქართველი კოლეგისთვის, გრიგოლ ვაშაძისთვის გაგზავნილ წერილში, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ”წარმოდგენს აშშ-ს ხედვას საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების როლისა და შემდგომი საქმიანობის შესახებ,” განაცხადა საგარეო უწყებამ 9 მარტს.
6 მარტს გამოგზავნილ წერილში ”კიდევ ერთხელ ხაზგასმულია აშშ-ს პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერის შესახებ,” – აცხადებს საგარეო უწყება მოკლე საინფორმაციო შეტყობინებაში, ”ამასთან ერთად, განხილულია საქართველოსა და აშშ-ს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)