ალასანია ხელისუფლების მხრიდან შესაძლო ძალადობაზე საუბრობს

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, არსებობს ”დასაბუთებული ცნობები”, რომ ხელისუფლება ალიანსის აქტივისტებზე ”ფიზიკურ ანგარიშსწორებას” გეგმავს.

”მინდა ძალიან კარგად გაიგოს საზოგადოებამ, რომ თუკი ეს პროცესი დაიწყება ხელისუფლების მხრიდან, ეს კიდევ უფრო ხელს შეუწყობს დაპირისპირებას ხელისუფლებას და მოქალაქეებს შორის და რეალურად უმართავ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას,” – განაცხადა მან.

ალასანიამ მოუწოდა პრეზიდენტ სააკაშვილს და სამართალდამცავ სტრუქტურებს არ დაუშვან მოვლენების ძალადობრივი სცენარით განვითარება, რასაც მოჰყვება საერთაშორისო საზოგადოებისგან და ქვეყნის შიგნით ნეგატიური რეაქცია.

”პირდაპირ ვიტყვი ეს არის ცეცხლთან თამაში,”- აღნიშნა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)