სააკაშვილი და ოპოზიციის ორი ლიდერი ბრიუსელის ფორუმში მონაწილეობენ
პრეზიდენტი სააკაშვილი, ასევე ირაკლი ალასანია, ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი და სალომე ზურაბიშვილი ”საქართველოს გზის” ლიდერი 20-22 მარტს ბრიუსელის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მაღალი დონის ფორუმში მონაწილეობას იღებენ ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და ექსპერტები.
21 მარტს სააკაშვილი მონაწილეობას მიიღებს დისკუსიებში, რომლის თემაც იქნება საქართველოს – ომიდან ექვსი თვის შემდეგ. მასთან ერთად დისკუსიის მონაწილეები იქნებიან მირჩო დან გეოანა, რუმინეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარე და ეკარტ ფონ კლედენი, გერმანიის ბუდესტაგის წევრი. დისკუსიის მოდერატორი იქნება აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთისა და პაკისტანის საკითხებში რიჩარდ ჰოლბრუკი.
იმავე დღეს, ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში გაიმართება ცალკე დისკუსია რუსეთის საკითხებზე და მასში მონაწილეობას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი ხავიერ სოლანა მიიღებენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)