ბაქრაძე აშშ-ს სტუმრობს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე 23 მარტიდან 27 მარტამდე ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა, იტყობინება მისი პრესსამსახური.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან შეხვედრა, ასევე შეხვედრები წარმომადგენელთა პალატასა და სენატში.
ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ბაქრაძე სკანდინავიის ქვეყნებს ეწვევა. 30 მარტიდან 1 აპრილამდე იგი დანიაში და ნორვეგიაში ჩავა, ხოლო 2-4 აპრილს ფინეთს ეწვევა. ის საქართველოში 6 აპრილს დაბრუნდება.
ბაქრაძის ვიზიტი შვედეთში 4 მაისსაა დაგეგმილი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)