პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2008 წელს 1.29 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2007 წელს არსებული 2.014 მილიარდი აშშ დოლარიდან 1.293 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა 2008 წელს, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ”წინასწარი მონაცემების” თანახმად.
გასულ წელს საქართველოს მთავარი ინვესტორი არაბეთის გაერთიანებული საამიროები იყო, რომლის ინვესტიციამაც 237 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; მას მოყვა თურქეთი – 165 მილიონი აშშ დოლარით; ნიდერლანდები – 145.7 მილიონი აშშ დოლარით; აშშ – 116.3 მილიონი აშშ დოლარით; გაერთიანებული სამეფო – 111.8 მილიონი აშშ დოლარით.
სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით, გასულ წელს 144.2 მილიონი აშშ დოლარი ჩაიდო საქართველოში ვირჯინიის კუნძულებზე განთავსებული ოფშორული კომპანიების მიერ.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმსხვილესი მიმღები სატრანსპორტო და საკომუნიკაციო სექტორი იყო, რომელმაც საერთო ჯამში 364 მილიონი აშშ დოლარი მიიღო, იმავე ”წინასწარი მონაცემებით”. 253 მილიონი აშშ დოლარი ენერგო სექტორში ჩაიდო, ხოლო 202 მილიონი უძრავი ქონების ბიზნესში; 159 მილიონი – სამრეწველო სექტორში და 79.5 მილიონი – სამშენებლო სექტორში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)