ეკლესია სიმშვიდისკენ მოუწოდებს, რადგან სიტუაცია ”კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება”
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ სპეციალურ განცხადებაში განაცხადა, რომ ”პოლიტიკური ვითარება საქართველოში თანდათან იმდენად იძაბება, რომ სიტუაცია უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება” და მოუწოდა ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ”არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოს ძალისმიერი მეთოდები”.
”არამედ პირიქით, სამშობლოს საკეთილდღეოდ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომ არსებული პრობლემები გადაიჭრას და დაძაბულობა მშვიდობიანი გზით განიმუხტოს,”- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში, ”ასევე, მოვუწოდებთ ჩვენი საზოგადოების თითოეულ წევრს, გამოიჩინონ სიბრძნე, შეინარჩუნონ სიმშვიდე და გააძლიერონ ლოცვა ქვეყნისათვის”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)