თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო ნაწილიდან ხელყუმბარები დაიკარგა
შეიარაღებული ძალების მე-5 ქვეითი ბრიგადის ერთ-ერთ ნაწილში, რომელიც აჭარაშია განთავსებული, ხელყუმბარები დაიკარგა; ამ ფაქტზე გამოძიებას სამხედრო პოლიცია აწარმოებს, აცხადებს თავდაცვის უწყება.
სამინისტროს ცნობით, ხელყუმბარების დაკარგვის თაობაზე 27 მარტს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სამხედრო ნაწილი საინვენტარიზაციო კომისიამ შეამოწმა. ჯერ-ჯერობით არ სახელდება თუ რა რაოდენობის ხელყუმბარაა დაკარგული.
დღესვე გავრცელდა ინფორმაცია სახმელეთო ძალების სარდლის კობა ლაჭყეპიანის თანამდებობიდან წასვლის თაობაზე, თუმცა თავდაცვის უწყებაში აღნიშნული ინფორმაცია Civil.Ge-ს არ დაუდასტურეს. ლაჭყეპიანი ამ თანამდებობაზე თებერვალში დაინიშნა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)