აშშ-ის სამხედრო გემი ბათუმს სტუმრობს
აშშ-ს სამხედრო ფრეგატი 31 მარტს ბათუმის პორტში შევიდა, სადაც სამი დღით დარჩება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა ლევან ვარშალომიძემ განაცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორი ქვეყნის სანაპირო დაცვის თანამშრომელთა თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი.
USS Klakring გასულ კვირას უკრაინაში სევასტოპოლის საზღვაო პორტს სტუმრობდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)