სუბელიანი მაისის შუა რიცხვებისთვის დევნილებს სტატუსის მოგვარებას პირდება
აგვისტოს ომის შედეგად დევნილი მოსახლეობის უმეტესობა დევნილის ოფიციალურ სტატუსს 15 მაისისთვის მიიღებს, განაცხადა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა 2 აპრილს.
”ამ ადამიანების 80 ან 90% დევნილის სტატუსს მაქსიმუმ 15 მაისისთვის მიიღებს,” – განუცხადა მან ჟურნალისტებს. დღეს ოპოზიციის მხარდამჭერი ახალგაზრდული ჯგუფის ”რატომ?” წევრებმა ამ საკითხთან დაკავშირებით სამინისტროს წინ საპროტესტო აქცია გამართეს.
”ახლა მზადდება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა მონაცემთა ერთიანი ბაზის შესაქმნელად, რომელიც დაემატება აფხაზეთიდან დევნილთა ბაზას,” – დასძინა მან.
მიუხედავად იმისა, რომ დევნილთა დიდი ნაწილი დაბრუნდა საკუთარ სახლებში, 24 000 ადამიანს, ძირითადად ცხინვალის რეგიონის შიგნით მდებარე სოფლებიდან უკან დაბრუნება არ შეუძლიათ. ომიდან რვა თვის თავზე ისინი კვლავ ოფიციალური სტატუსის გარეშე რჩებიან, რის გამოც ისინი სახელმწიფო დახმარებას და უფასო ჯანდაცვას ვერ იღებენ. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ამის მიზეზად დევნილთა შიდა გადაადგილებას ასახელებს, რაც ართულებს მათი რეგისტრაციის პროცესს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)