ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია პრეზიდენტის ჯონ ტანერის ხელმძღვანელობით 7 აპრილს თბილისში საქართველოს ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.

ასევე დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან და პრეზიდენტ სააკაშვილთან.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჯონ ტანერმა განაცხადა 4 აპრილს ნატოს სამიტზე გამოსვლისას, რომ ალიანსის და რუსეთის ”ინტერესები ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს”.

”არსებობს მნიშვნელოვანი სფეროები, სადაც ისინი ემთხვევა,” – განაცხადა მან, ”ჩვენ უნდა დავამყაროთ ურთიერთობა ჩვენი საერთო სტრატეგიული ინტერესების მოსაგვარებლად, მაგრამ ასევე ნათლად უნდა დავაფიქსიროთ, რომ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება მისი მეზობლების სუვერენულ გადაწყვეტილებებზე. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ნატოს გაფართოება არავის არ უქმნის საფრთხეს”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)