ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ აქციები მეტ იმპულსს შეიძენს
დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ აქციები არ შენელდება, არამედ მომდევნო დღეებში მეტ იმპულსს შეიძენს.
9 აპრილს მან განუცხადა სტუდია ”მაესტროს”, რომ მომიტინგეების დიდმა რაოდენობამ პირველ დღეს ”ხელისუფლება შეაშინა”.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ მადლობა გადაუხადა მომიტინგეებს აქციის მშვიდობიანად ჩატარების გამო.
”მომიტინგეებს შეუძლიათ გააგრძელონ ხვალ და რა თქმა უნდა, მომდევნო დღეებში. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ხელისუფლება კვლავ მისცემს ნებას მომიტინგეებს მოვიდნენ და წავიდნენ რამდენხანსაც უნდათ, მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით,” – განაცხადა მან.
ზღულაძემ ასევე განაცხადა, რომ სპეცრაზმი სახელმწიფო შენობებშია განთავსებული და ქუჩებში მხოლოდ საპატრულო პოლიციაა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)