ვაშაძე ვაშინგტონში კლინტონს შეხვდა

აშშ–ის სახელმწიფო მდივანი 14 აპრილს ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა.

შეხვედრის წინ პრესისთვის გაკეთებულ მოკლე განცხადებაში, კლინტონმა განაცხადა: ”ჩვენ აქ მივესალმებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ამ ქვეყნის ახალგაზრდა დემოკრატიის ისტორიისთვის გამოწვევებით აღსავსე დროს.“

”ჩვენ ვაპირებთ განვიხილოთ მთელი რიგი საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, რაც ხაზს გაუსვამს საქართველოს დამოუკიდებლობისადმი და დემოკრატიისადმი ჩვენს ძლიერ მხარდაჭერას; ჩვენ ასევე განვიხილავთ საშუალებებს, რათა გაღმავდეს და გაფარდოვდეს ჩვენი პარტნიორობა,“ დასძინა აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)