ეუთოს ორი დამკვირვებელი თავისუფალია

სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ 21 აპრილს ორსაათნახევრიანი დაკავების შემდეგ ეუთოს ორი დამკვირვებელი გაათავისუფლა.

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების თქმით, ორი დამკვირვებელი ”სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო” დააკავეს.

ეუთომ განაცხადა, რომ მისი ორი უიარაღო დამკვირვებელი – ერთი უნგრელი და ერთიც თურქი – სოფელ ნიქოზის მახლობლად დააკავეს. სოფელი, რომელსაც საქართველოს ხელისფლება აკონტროლებს, ადმინისტრაციული საზღვრის უშუალო სიახლოვეს მდებარეობს.

”მე დავმშვიდდი, რომ ორი სამხედრო დამკვირვებელი გათავისუფლებულია, თუმცა მათი დაკავება იყო აბსოლუტურად მიუღებელი და სრულიად ზედმეტად დაემატა რეგიონში არსებულ დაძაბულობას,” – განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ დორა ბაკოიანისმა, ”მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ კონსტუქციულად იმოქმედოს უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით. ეს გულისხმობს ეუთოს სამხედრო დამკვირვებლების მანდატის, საქმიანობის და დიპლომატიური იმუნიტეტის პატივისცემას”.

”ეს ბოლოდროინდელი ინციდენტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ მექანიზმის ჩამოყალიბების მნიშვნელობას, რაც აგვისტოს კონფლიქტის ზონის შეუფერხებელი მონიტორინგის საშუალებას მოგვცემს. ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, საბერძნეთის წინადადებები უზრუნველყოფს ამგვარ მექანიზმს მონიტორინგის ოპერაციისთვის, რომელიც იქნება ნამდვილად საღი და აზრიანი, ასევე უსაფრთხო ეუთოს ოფიცრებისთვის,”- განაცხადა მან.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)