გიორგი გაჩეჩილაძე აპირებს დასავლეთ საქართველოდან მსვლელობას ჩაუდგეს სათავეში

მომღერალმა და მსახიობმა გიორგი გაჩეჩილაძემ, რომელიც თავისი შოუს ”საკანი #5”-ის მეშვეობით ოპოზიციის არაფორმალურ ლიდერად იქცა, განაცხადა, რომ იგი აპირებს დასავლეთ საქართველოდან თბილისისკენ სახალხო მსვლელობას ჩაუდგეს სათავეში. 

”მათ [ხელისუფლებას] ჰგონიათ, რომ ეს საპროტესტო აქციები მინელდება და ოპოზიციის მარგინალიზაცია მოხდება,” – განაცხადა მან 29 აპრილს საკანში საუბრისას. ”ისინი ამბობენ, რომ ეს არის თბილისის პროტესტი. მე გაჩვენებთ, რომ ეს არ არის თბილისის პროტესტი… მე გამოვალ საკნიდან და გავუძღვები მსვლელობას თბილისისკენ დასავლეთ საქართველოდან… ჩვენ ფეხით წამოვალთ და თბილისში ჩამოვალთ”.

მან არ დააკონკრეტა ამ მსვლელობის კონკრეტული დრო, თუმცა განაცხადა, რომ პარალელურად იგეგმება მსვლელობა კახეთიდანაც.

მანამდე 29 აპრილს მან რამოდენიმე საათით დატოვა საკანი, რათა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვედროდა. ამ შეხვედრას წინ უძღოდა პატრიარქის შეხვედრა ოპოზიციის ლიდერებთან 28 აპრილს.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)