მოსკოვმა სეპარატისტულ რეგიონებთან შეთანხმებებით მათი საზღვრების დაცვა იკისრა
სერგეი ბაღაფში, დიმიტრი მედვედევი და ედუარდ კოკოითი შეთანხმებების გაფორმების ცერემონიალის შემდეგ მოსკოვში. ფოტო: კრემლი
|
სეპარატისტული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საკუთარი სასაზღვრო უწყებების ფორმირებამდე საზღვრის დაცვის ფუნქციის რუსეთის ფედერაციისთვის დელეგირებას ახდნენ.
ამის შესახებ საუბარია შეთანხმებებში, რომლებსაც დღეს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სეპარატისტული აფხაზეთის პრეზიდენტთან სერგეი ბაღაფშთან და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტთან ედუარდ კოკოითთან მოაწერა ხელი.
ეს ორმხრივი შეთანხმებები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ითვალისწინებს ერთობლივ ძალისხმევას საზღვრის დაცვის სფეროში, რომლის მიხედვითაც სეპარატისტულ რეგიონებში შეიქმნება სასაზღვრო სამმართველოები, რომელიც რუსეთის ფედერაციის უფლებამოსილი ორგანოს ქვედანაყოფი იქნება და სეპარატისტული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე განახორციელებს თავის საქმიანობას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)