სააკაშვილი გმობს მოსკოვისა და სეპარატისტების სასაზღვრო შეთანხმებებს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთსა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის გაფორმებული სასაზღვრო შეთანხმებები არის ოკუპაციის ლეგალიზაციის კიდევ ერთი მცდელობა.
”მაგრამ არ შეიძლება იმის დაკანონება, რაც ფუნდამენტურად არალეგალურია. ეს ძალიან საშიშია ყველასთვის, მათ შორის რუსეთისთვისაც,”- იტყობინება AFP სააკაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელიც ვარშავაში ევროპის სახალხო პარტიის კონგრესს ესწრებოდა.
ვარშავაში სააკაშვილი ასევე შეხვდა პოლონელ კოლეგას ლეხ კაჩინსკის. პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომ საქართველოს ბრძოლა გაგრძელდება ტერიტორიების სრულ დეოკუპაციამდე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)