მომიტინგეები საპროტესტო აქციას განაგრძობენ

რამოდენიმე ათასი მომიტინგე შეიკრიბა პარლამენტის წინ 2 მაისს – საპროტესტო აქციების დაწყების ოცდამეოთხე დღეს.

”ჩვენ ახალი 9 აპრილი გვჭირდება,” – განუცხადა საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა მომიტინგეებს, ”და ეს უნდა მოხდეს მომდევნო რამდენიმე დღეში”.

მისი თქმით, ”ახალი 9 აპრილი” საჭიროა, რათა საფუძველი მოაკლდეს ხელისუფლების მტკიცებას, რომ აქციები მინელდა. 

”ჩვენი დევიზია საქართველო სააკაშვილის გარეშე და ჩვენ მივაღწევთ ამ მიზანს,” – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან, ”ჩვენ წელს არჩევნები გვექნება და ჩვენ გვეყოლება ახალი პარლამენტი და კოალიციური მთავრობა… ჩვენ არც გვქონია ილუზია, რომ ჩვენი მიზნის მიღწევა ორ დღეში იქნებოდა შესაძლებელი”.

პოლიტიკოსების გამოსვლების შემდეგ ტრიბუნა ოპოზიციის მხარდამჭერ საზოგადოებრივ სახეებს დაეთმო, მათ შორის მსახიობებს, მომღერლებს და მწერლებს.

შემდეგ გაიმართა კონცერტი, რომელსაც მოგვიანებით, გიორგი გაჩეჩილაძეც – ”უცნობი” –  შეუერთდა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)