ოპოზიციის სამი აქტივისტი თავისუფალია
საქართველოს საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ პოლიციამ გაათავისუფლა ის სამი ახალგაზრდა, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტისთვის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დააკავეს.
”სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის შუამდგომლობის საფუძველზე, ჟურნალისტ ნიკოლოზ ავალიანის ცემასთან დაკავშირებით ბრალდებულებს: მელორ ვაჩნაძეს, გიორგი ონიანს და რევაზ რევაზიშვილს შეეცვალათ აღკვეთის ღონისძიება და გათავისუფლდნენ დაკავებიდან,”- ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გათავისუფლებული ახალგაზრდები სტუდია ”მაესტრომ” აჩვენა, სადაც ისინი აცხადებდნენ, რომ დაკავებისას სცემდნენ. არასრულწლოვან რევაზიშვილს ცემის კვალი სახეზეც ეტყობოდა.
დაპატიმრება და ინფორმაცია დაპატიმრების შემდეგ აქტივისტების ცემის შესახებ გახდა საბაბი ოპოზიციის მხარდამჭერთა მსვლელობისა თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ, რაც მოგვიანებით სამმართველოსთან პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)