ოპოზიციის რწმუნებულები ბაქრაძესთან შეხვედრას მართავენ

ოპოზიციური პოლიტიკოსების ჯგუფი შერატონ მეტეხი პალასში პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან მართავს შეხვედრას.

ოპოზიციის თქმით, შეხვედრა მიზნად ისახავს პრეზიდენტ სააკაშვილთან ”ძირითადი” შეხვედრის მომზადებას ქვეყნის კრიზისული ვითარებიდან გამოყვანის მიზნით.

საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ოპოზიციური ძალების მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილი არიან გუბაზ სანიკიძე ეროვნული ფორუმიდან, რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი ალიანსი საქართველოდან; ამავე ალიანსიდან ირაკლი ალასანიას გუნდის წევრი ვიქტორ დოლიძე და უპარტიო ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კოკა გუნცაძე.

ხელისუფლების მხრიდან ბაქრაძის გარდა შეხვედრაზე წარმოდგენილნი არიან დეპუტატები გიორგი გაბაშვილი, ზურა მელიქიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, გიორგი მელაძე და სასჯელაღსრულების მინისტრი დიმიტრი შაშკინი.

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, დღეს 19:45 საათზე პრესკონფერენციაზე საუბრისას განაცხადა, რომ ოპოზიციის ჯგუფსა და პარლამენტის სპიკერს შორის შეხვედრა ორივე მხრიდან გადადგმული პოზიტიური ნაბიჯია. 

მან ასევე განაცხადა, რომ ამ შეხვედრაზე განიხილება პრეზიდენტ სააკაშვილთან შესაძლო მოლაპარაკებების ”ფორმატი”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)