ორი სამხედრო მეთაური დააკავეს

მესამე და პირველი ქვეითი ბრიგადების მეთაურები კახა კობაიძე და დავით სულხანიშვილი, შესაბამისად.  დააკავა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ 9 მაისს მუხროვანის ამბოხის შესახებ ინფორმაციის დამალვის გამო.

”აღნიშნულით მათ ხელი შეუწყვეს მძიმე დანაშაულის ჩადენას,”- განუცხადა ჟურნალისტებს სამხედრო პოლიციის საგამოძიებოს უფროსმა გაგა კირკიტაძემ, ”ზემოაღნიშნული პირებისათვის ცნობილი იყო 2009 წლის 5 მაისის სამხედრო ამბოხების ორგანიზებისა და მასში მონაწილე პირების შესახებ, თუმცა მათ არაფერი არ უცნობებიათ ამის თაობაზე არც უშუალო ხელმძღვანელობისათვის და არც სამართალდამცავი ორგანოებისათვის”.

მისი თქმით, ორივე მეთაურს, რომლებიც უკვე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობებიდან, ბრალი ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 376 მუხლით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)