ოპოზიციამ აქციების გაგრძელება 26 ივნისამდე მოითხოვა

საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისის მერიას განცხადებით მიმართეს, სადაც 26 ივნისამდე ითხოვენ აქციების გაგრძელებას.

”სააკაშვილს არ მოვასვენებთ, სანამ არ გადადგება,”- განაცხადა დღეს კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელმა ბიძინა გუჯაბიძემ მერიაში განაცხადის შეტანის შემდეგ.

აქამდე, ოპოზიციის აქციები, რომელიც 9 აპრილს დაიწყო, 26 მაისამდე იყო სანქცირებული. დამოუკიდებლობის დღეს ოპოზიცია ”სახალხო აღლუმს” გეგმავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)