ტაქსის მძღოლები გადაკეტილი ქუჩების წინააღმდეგ
ტაქსების მძღოლების ჯგუფმა 22 მაისს გააპროტესტა რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის გადაკეტვა, რაც მათი განცხადებით, მათ შემოსავალზე უარყოფითად აისახება.
რუსთაველის გამზირი, პარლამენტის წინ, 9 აპრილს ოპოზიციური აქციების დაწყების შემდეგ არის გადაკეტილი; 21 აპრილს ოპოზიციამ საპროტესტო არეალი გაზარდა თავისუფლების მოედანზე და ახლობდებარე ქუჩებზე ’საკნების’ განთავსებით.
დღეს რიყეზე შეკრების შემდეგ რამოდენიმე ასეული ტაქსის მანქანა, ძირითადად სატაქსო კომპანიებიდან, თავისუფლების მოედნისკენ სიგნალებით გაემართა, სადაც მისვლის შემდეგ ერთ-ერთმა ტაქსის მძღოლმა სცადა საკნის აღება მისი გადაყირავების გზით. ამ ნაბიჯმა გამოიწვია შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი გარჩევები ტაქსის მძღოლებსა და ოპოზიციის აქტივისტებს შორის.
იმავადროულად, გუშინ და დღეს კოჯორსა და ტაბახმელაში მოეწყო ადგილობრივი მაცხოვრებლების მცირემასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლა, სადაც ისინი აცხადებდნენ, რომ საკურორტო სეზონი ჩაშლის პირასაა ოპოზიციის აქციების გამო და მათ უჭირთ თბილისში გადაადგილება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)