ბაქრაძე ”მაესტროს” ინციდენტის პოლიტიკასთან კავშირს გამორიცხავს

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ტელეკომპანია ”მაესტროს” ოფისის შესასვლელთან მომხდარი აფეთქების უკან პოლიტიკური მოტივი არ დგას. მან მოუწოდა პოლიტიკოსებს თავი შეიკავონ სპეკულაციებისგან. 

”ეს არის ცუდი და შემაშფოთებელი ფაქტი,” – განუცხადა მან ჟურნალისტებს 25 მაისს, ”თუმცა, მე მოვუწოდებდი ყველას თავი აარიდოს ზედმეტ პოლიტიკურ სპეკულაციებს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფაქტს არანაირი შეხება არ აქვს პოლიტიკასთან. ფაქტი უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავეები უნდა იქნენ გამოვლენილი და დასჯილი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება და მე პიდადად გავაკონტროლებ იმას, რომ გამოძიება იყოს ენერგიულად, გამოძიება ჩატარდეს მაქსიმალურად სწრაფად და დამნაშავეები იქნენ დასჯილი სწორედ იმიტომ, რომ არავის არ ქონდეს პოლიტიზირების და ამ ფაქტით სპეკულირების საშუალება”. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)