საქართველო და რუსეთი ზემო ლარსის გახსნაზე მოლაპარაკებებს გამართავენ
რუსეთსა და საქართველოს შორის ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის თითქმის სამი წლის წინ ჩაკეტვის შემდეგ მოსკოვმა შეატყობინა თბილისს, რომ მზად არის ხელახლა გახსნას ის, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 მაისს.
ორ ქვეყანას შორის სახმელეთო მოძრაობა 2006 წლის ივლისში ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან ერთად შეწყდა, რადგანაც დანარჩენი ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშია განლაგებული. რუსეთმა საზღვრის ჩაკეტვის მოტივად სარემონტო სამუშაოები დაასახელა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მას შეატყობინა შვეიცარიის საელჩომ, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ რუსეთის ინტერესებს იცავს საქართველოში, რომ რუსულმა მხარემ დაასრულა სარეკონსტრუქციო სამუშაოები და მზად არის მოლაპარაკებები გამართოს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნის ”ტექნიკურ საკითხებზე”. საგარეო უწყებამ ასევე განაცხადა, რომ თბილისიც მზად არის მოლაპარაკებები გამართოს ამ საკითხზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)