ეროვნული ფორუმი სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს

ეროვნული ფორუმის ლიდერები სამომავლო სამოქმედო გეგმების თაობაზე მსჯელობენ და ამის შესახებ განცხადებას 28 მაისს გაახმოვანებენ, განუცხადეს Civil.ge-ს პარტიაში.

გუბაზ სანიკიძემ ეროვნული ფორუმიდან 25 მაისს განაცხადა, რომ მის პარტიას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი 27 მაისიდან ფოკუსირება მოახდინოს რეგიონებზე, თუმცა დღევანდელი გეგმები შეიცვალა. 

მიუხედევად იმისა, რომ ეროვნულმა ფორუმმა 26 მაისს ეროვნულ სტადიონზე გამართულ აქციაში მონაწილეობა მიიღო, სანიკიძემ განაცხადა, რომ პარტია არ იყო აქციის ორგანიზატორი და ამის მიზეზად დაასახელა ”ტაქტიკური უთანხმოება” ზოგიერთ სხვა ოპოზიციურ პარტიასთან, რომელთა დასახელებისაგან თავი შეიკავა.

ეროვნული ფორუმის ლიდერი კახა შარტავა იყო ოპოზიციის იმ ოთხ რწმუნებულს შორის, რომლებიც პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდნენ 11 მაისს.

ეროვნული ფორუმი ერთ-ერთი წამყვანი  პარტიაა საპროტესტო აქციების ორგანიზატორ ოპოზიციურ ძალებს შორის. თუმცა მათი ორგანიზატორობის საკითხი 9 აპრილამდე გაურკვეველი იყო, რადგან მათ თავიდანვე განსხვავებული შეხედულება ქონდათ აქციების დაწყების თარიღთან დაკავშირებით ითხოვდნენ რა დანარჩენი ოპოზიციონერებისაგან კონკრეტული სამოქმედო გეგმების შემუშავებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)