ოპოზიცია სამოქმედო გეგმას განიხილავს

ოპოზიციის რამოდენიმე ლიდერი მომავალ სამოქმედო გეგმაზე შეხვედრას მართავენ.

შეხვედრაში მონაწილეობენ დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე, ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ალასანია, საქართველოს გზის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერი ეკა ბესელია, ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე, კონსერვატორების ლიდერები კახა კუკავა და ზვიად ძიძიგური, ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი და ორი დამოუკიდებელი პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე და კოკა გუნცაძე.

ეროვნული ფორუმის ლიდერები შეხვედრას არ ესწრებიან.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)