პრეზიდენტი სააკაშვილი იტალიაში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს არაოფიციალური ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია შეხვედრები სამთავრობო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი რომში  ჩემპიონთა ლიგის ფინალზე აპირებს დასწრებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)