სააკაშვილი რომში იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

პრეზიდენტი სააკაშვილი რომში 28 მაისს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანკო ფრატინის შეხვდა, იტყობინებიან იტალიური საინფორმაცია სააგენტო ANSA და ფრანგული ”ფრანს პრესი.“

ამ ცნობების თანახმად, სააკაშვილი, რომელიც იტალიაში კერძო ვიზიტით იმყოფება, რომში მისი წიგნის ”გესაუბრებით თავისუფლებაზე“ პრეზენტაციას ახდენს, 

”მაშინ როდესაც ჩვენ [საქართველო] მივემართებით [ევროპისკენ], ევროპა დაკავებულია საკუთარი პრობლემებით და რთულია გააგონო მას ჩვენ კარზე კაკუნი,“ ციტირებს ”ფრანს პრესი“ სააკაშვილს, რომელიც ფრატინისთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობდა.

ANSA–ის ცნობით იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ იტალიის მჭიდრო კავშირების გამო რუსეთთან და საქართველოსთან, რომს შეუძლია ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სტაბილიზაციას ხელი შეუწყოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)